The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ლეონიძე

ლევან ლეონიძე
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1937  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, ვეტერინარი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

განათლება ევროპაში მიიღო. სპეციალობით ზოოტექნიკოსი, სამშობლოში დოქტორის ხარისხით დაბრუნდა.

1925 წელს სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა გერმანიაში, ქალაქ კილში, სადაც 1927 წელს დააარსა სპეციალური ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. 1929 წელს დაბრუნდა საქართველოში და ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 1932 წელს იყო ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი; არის ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი. წიგნმა - "მესაქონლეობის ლექსიკონი", რომელიც მიხეილ ჯავახიშვილს მიუძღვნა დიდი სამსახური გაუწია და კვლავაც გაუწევს მეღორეობის დარგის შესწავლაში ქართველ ზოოტექნიკოსებს, რადგან მასში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (ისტორიული მონაცემები, საქართველოში ღორის მოშენების, ადგილობრივი ჯიშის დახასიათების, მომთაბარეობის, ხორცის გამოყენებისა და სხვა), გაანალიზებული და გაშუქებულია ბევრი ისეთი მასალა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ან სრულებით არაა ასახული,
ანდა ნაკლებ ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის. პირველად მცირე ხნით დააპატიმრეს 1934 წელს, შემდეგ კი 1937 წელს და დახვრიტეს. პოეტ გიორგი ლეონიძის ძმა.

წყარო: გამოფენა "რეპრესიები საქართველოში": archive.gov.geჟურნალი "მასწავლებელი": mastsavlebeli.geქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 810

ბიბლიოგრაფია

  • დღიურები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2013. - 164გვ.
  • ტარიმანაზე (მეცხვარეების საუბარი) : რეპრესირებული გამოცემა (ავტორი). - ტფილისი, გამოცემა საქართველოს მეცხვარეთა ამხანაგობა მწყემსი-სა N 1, (ცეკავშირის სტ.), 1925. - 14გვ.
  • მესაქონლეობის ლექსიკონი (ავტორი). - ტფილისი, მიწად-მოქმედების კომისარიატის სასოფლო მეურნეობის განყოფ. გამოცემა, (პოლიგრაფტრესტის 2-ე სტამბა), 1925. - 99გვ.

გააზიარე: