The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა მაისურაძე

თეა მაისურაძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი 2004 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა, მეორადი ფაკულტეტი 2005 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხით 2006 წელს; ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს საგარეო პოლიტიკის და ადამიანის უფლებების სფეროში.
2006-2007წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის სტაჟიორი; 2009-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს მრჩეველი; 2011-2015წწ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი; 2012 წელს (აგვისტო, სექტემბერი) საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის (IVLP) მონაწილე ეუთო-ში აკრედიტებული დიპლომატებისთვის; 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს უფროსი; 2015-2016წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2016-2018წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2018წწ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე; 2018 წლიდან რიგის საერთაშორისო სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2018-2023წწ.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში. 2023 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ..113


გააზიარე: