The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იროდიონ ქავჟარაძე

იროდიონ ქავჟარაძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1893
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1988  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა ბათუმის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართულ სკოლაში. 1907 წელს დაამთავრა ბათუმის სამოქალაქო სასწავლებელი; 1914 წელს - გორის გიმნაზია და დაჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე;  1917 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი; 1927 წელს - უცხო ენათა უმაღლესი პედაგოგიური კურსები ფრანგული ენის განხრით და მიიღო ფრანგული ენის მასწავლებლის უფლება.

1929-1933წწ. ასწავლიდა ანგარიშმცოდნეობის საგნებს ტექნიკუმებში და კურსებზე. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამჭოთა მწერლების კავშირში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1907 წლიდან გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე.  პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909, პირველი წიგნი "მოთხრობები" - 1928 წელს. ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები "ადამი და ევა" (1965), "ერმილე ბაბუა" (1970), დოკუმენტური მოთხრობა "ვალმოხდილი" (1978), პიესები და სხვა. ნაყოფიერად იღვწოდა თარგმნის სფეროში. თარგმნა მ. დე სენ-პიერის, ლონგეს, ვ. ჰიუგოს, ფ. შატობრიანის, ო. დე ბალზაკის, ა. დოდეს, ა. ფრანსის, ა. პუშკინის, ლ. ტოლსტოის, ვ. ორლოვის, ვ. ბიკოვის, ო. გონჩარის, დ. გულიას და სხვა თხზულებანი. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10 .-თბ., 1986.-გვ.443; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.654-659

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1940-)
  • სკკპ, წევრი (1950-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მამაცური შრომისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • პოლი და ვირჟინი : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, ნაკადული, 1992. - 254გვ.
  • შაქრულა : მოთხრობა უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1980. - 119გვ.
  • ვალმოხდილი : დოკ. მოთხრობა მემედ აბაშიძეზე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1978. - 197გვ.
  • შაქრულა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1973. - 129გვ.

გააზიარე: