| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ხვედელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით 1955 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1963 წელს; მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის დოქტურანტურა 1985 წელს. 1989-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრის გამგე; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების: 2013-2018წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2006წწ. თსუ ფიზიკის ფაკულტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი; 1996 წლიდან კითხულობს სპეციალურ საგნებს თსუ-ში სემესტრული კონტრაქტით; 1997-2006წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორი; თბილისის 53-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი 55 წლის განმავლობაში; უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი, თბილისის საპატიო მასწავლებელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (დისერტაცია დაიცვა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში 1985 წელს). პროფესორი (1988). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

