1.  ზოგადი დებულებები
1.1.

"კავკასიოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია" (შემდგომში ასოციაცია) წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლის ფორმაა კავშირი. ასოციაცია მოქმედებს წევრების სახელით და გამოხატავს მათ ინტერესებს სახელმწიფო აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

1.2.

ასოციაცია თავის მოღვაწეობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესდებით.

1.3. ასოციაცის მოღვაწეობა მოიცავს მთელ საქართველოს.
1.4.

ასოციაცია არ არისპასუხისმგებელი თავისი წევრების ვალდებულებებზე, ისევე როგორც, მისი წევრების არ არიან პასუხისმგებლები ასოციაციის ვალდებულებებზე.

1.5. ასოციაციის მისამართია: ქ. თბილისი, პასტერის ქ. 8.
Top
2.  მიზნები და ამოცანები
2.1. ასოციაციის მიზნებია:
 
  კულტურულ სამეცნიერო ფასეულობათა გაცვლა.
 

კულტურული და სამეცნიერო კონტაქტების დამყარება როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ-სამეცნიერო ცენტრებთან.

 

უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით კულტურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მონაცემების ბაზის შექმნა კომპიუტერული ენციკლოპედიის სახით.

 

უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი გამოცემების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ადამიანთა უფლებების დაცვა.

 

მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლება, დემოკრატიის იდეისა და პრინციპების დაცვა. პოლიტიკური, იდეოლოგიური და მსოფლმხედველობითი პლურალიზმი.

 

სოციალური და პოლიტიკური პრობლემების მშვიდობიანი მოგვარება, რაც დაფუძნებულია პიროვნული თავისუფლებისა და ნაციონალურ კულტურული ღირებულებებისადმი პატივისცემაზე. ასევე ამ პრინციპების დანერგვა და პროპაგანდა.

 

ეკონომიკური სისტემის ჰარმონიული განვითარება.

 

პარტიებს შორის ტოლერანტობის მიღწევა პოლიტიკური და ეთნიკური კონფლიქტების დროს და მშვიდობიანი დიალოგი მათ შორის.

 

იმ ძირითადი პრობლემების ობიექტური განხილვა და ანალიზი, რომლებიც წამოიჭრა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დროს.

 

დასავლური, აღმოსავლური და ქართული კულტურულ-ინტელექტუალური კავშირების დაახლოება და უკეთ გაცნობა მეცნიერების, განათლებისა და სოციალური ურთიერთობის სფეროში.

Top

3.  ასოციაციის წევრები და მათი უფლება-მოსილებები

3.1. ასოციაციის წევრები შეიძლება იყვნენ იურიდიული და ფიზიკური პირები.
3.2. ასოციაციის წევრობა თავისუფალია.
3.3.

ასოციაციის წევრად მიღება ხდება გამგეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე ასოციაციის ორი წევრის რეკომენდაციით.

3.4. ასოციაციის წევრებს უფლება აქვთ:
3.5. არჩეულ იქნენ ასოციაციის წარმმართველ ორგანოებში.
3.6. მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის საერთო კრების საქმიანობაში.
3.7.

დაასახელონ გამგეობის წევრობის კანდიდატები, ხმა მისცენ პერსონალურად და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, ან წერილობით საარჩევნო ბარათით გამგეობის არჩევნების დროს, აგრეთვე, წესდების ნორმებისა და წესდების დადგენის დროს წესდებისნორმებისა და წესებში ცვლილებების შეტანის დროს.

3.8. იმუშაონ როგორც ოფიციალურმა პირებმა ასოციაციის ადმინისტრაციულ ორგანოებში.
3.9. მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის ღონისძიებებში.
3.10. ასოციაციის წევრები ვალდებულნი არიან:
3.11. ხელი შეუწყონ ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
3.12.

წესდების დებულების დარღვევის შემთხვევაში ასოციაციის წევრების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას სანქციები გაფრთხილების, საყვედურისა და ასოციაციიდან გარიცხვის ჩათვლით.

3.13. ასოციაციის წევრობა შეიძლება შეჩერებულ იქნას შემდეგ შემთხვევებში:
3.14. ასოციაციის წევრის გასვლა პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
3.15. ასოციაციის წევრობის გაუქმება.
3.16. გარიცხვის მიზეზი შეიძლება გახდეს:
3.17. წესდების დებულებათა მოთხოვნის სისტემატური შეუსრულებლობა.
3.18. ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიცდისკრედიტაციას უწევს ასოციაციის საქმიანობას.
3.19. ასოციაციიდან გარიცხვის უფლება აქვს გამგეობას ხმათა უმრავლესობით.
Top

4.  ასოციაციის სტრუქტურა და მართვა

4.1.

ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მის წევრთა საერთო კრება. იგი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს საქმიანობის გეგმებსა და ანგარიშებს, სახავს სამოქმედო ორიენტირებს, შეაქვს ცვლილებები და დამატებები ასოციაციის წესდებაში. საერთო კრება იმართება ასოციაციის ოფისში ან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე წელიწადში ორჯერ მაინც.

4.2.

გადაწყვეტილება საერთო კრების მიერ მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება ყველა წევრის ხმათა 2/3-ით.

4.3.

რიგგარეშე საერთო კრება მოწვევა შეუძლია ასოციაციის თავჯდომარეს, სარევიზიო კომისიის წევრებს ან ასოციაციის წევრთა 1/10-ს, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4.4.

გადაწყვეტილება ასოციაციის მიზნების შეცვლის შესახებ საჭიროებს ყველა წევრის ხმათა 4/5-ს.

4.5. საერთო კრება ირჩევს სარევიზიო კომისიას.
4.6. საერთო კრება ირჩევს გამგეობას.
4.7.

გამგეობა შედგება 6 წევრისაგან, რომელთაც ირჩევს კრება 2 წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე. გამგეობა ახორციელებს სრულ მეურვეობას ასოციაციაზე და იგი ანგარიშვალდებულია ასოციაციის საერთო კრების წინაშე. გამგეობა იკრიბება ორ კვირაში ერთხელ, გამგეობის სხდომებს წარმართავს თავჯდომარე. ხმათა გაყოფის შემთხვევაში მისი ხმა გადამწყვეტია. გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

4.8. ასოციაციის საერთო კრება ირჩევს ასოციაციის თავჯდომარეს.
4.9.

თავჯდომარე ასრულებს ასოციაციის წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს აღმასრულებითი ორგანოს ხელმძღვანელობას, აყალიბებს მის სტრუქტურას, რომლის საქმიანობასაც უშუალოდ წარმართავს, ხელს აწერს ასოციაციის პინანსურ დოკუმენტებს.

4.10.

თავჯდომარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საერთო კრების მიერ. ამ შეზღუდვის მესამე პირთათვის ძალა აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი რეგისტრირებულია რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე პირებმა იცოდნენ ამ შეზღუდვების სესახებ.

4.11.

სარევიზიო კომისია აკონტროლებს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობას და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი.

Top

5.  ასოციაციის ქონება, სამურნეო საქმიანობა და პასუხისმგებლობა

5.1.

ასოციაციის უფლება აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით წარმართოს შემოქმედებითი, სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობა.

5.2.

ასოციაციის ქონებას სეადგენს წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო ძირითადი ფონდები, საბრუნავი სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია ასოციაციის დამოუკიდებელ ბალანსში.

5.3. ასოციაციის სახსრების წარმოქმნის წყაროებია:
5.4. გრანტები და ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანები.
5.5. ასოციაციის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები.
5.6. ასოციაციის შემოსავლებით შექმნილი საწარმოების მიერ მიღებული შემოსავლები.
5.7. სხვა წყაროები, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
5.8.

ასოციაციას შეუძლია იქონიოს საკუთრებაში ქონება, რაც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფისათვის.

5.9.

ასოციაციის საწარმოო და სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგება ასოციაციის წევრთა შორის არ განაწილდება და იგი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.

5.10.

ასოციაცია პასუხს არ აგებს იმ ზიანისათვის, რომლებიც მიადგათ მესამე პირებს გამგეობის წევრების ან სხვა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების შედეგად, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

5.11.

თავჯდომარე საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. თუ იგი ატ შეასრულებს ამ მოვალეობას, ასოციაციის წინაშე პასუხს აგებს წარმოშობილი ზიანისათვის. უარის თქმა ზიანია ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილია, თუკი იგი აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

Top

6.  ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

6.1. ასოციაციის საქმიანობის ვადა არ არის განსაზღვრული.
6.2.

ასოციაციის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.3.

ასოციაციის საქმიანობა წყდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა ორი მესამედი, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

6.4. ასოციაციის საქმიანობა წყდება მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში.
6.5.

ასოციაციის ლიკვიდაცია ხდება გაკოტრების ან რეგისტრაციის გაუქმებისას. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ როგორც გამგეობის წევრები. ასოციაციის ლიკვიდაციის დროს წევრთა საერთო კრება ამტკიცებს სალიკვიდაციო პროცედურას.

6.6.

ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს. ასოციაციის ფულადი და მატერიალური სახსრები, რომელიც დარჩება ყველა ანგარიშის გასწორების შემდეგ, ნაწილდება გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

6.7.

ქონების მიღებაზე უფლებამოსილი არიან ასოციაციის დამფუძნებლები. ასოციაციის წევრის მიერ ასოციაციის მფლობელობაში დროებით გადაცემული ქონება უბრუნდება მასვე ნატურალური ფორმით გასამრჯელოს გარეშე. სასამართლო დარჩენილ ქონებას შესაბამისად გადასცემს ერთ ან რამდენიმე ასოციაციას, რომელიც იმავე ან მსგავს მიზნებს ემსახურება, რასაც ლიკვიდირებული ასოციაცია თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

6.8.

ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს. ქონება შეიძლება განაწილდეს გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.

  Top