სოციოლოგია

ზ. ტაბლიაშვილი

გლობალიზაცია და ღირებულებათა კრიზისი

პოსტკომუნისტური სივრცის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) ტრანზიციის პერიოდის თავისებურება, მისი განსაკუთრებული ხასიათი განპირობებულია როგორც მათი ისტორიული წარსულით, ისე თანამედროვე ეპოქის დინამიური ცვლილებებით, რაც ემთხვევა გლობალიზაციის ასევე სწრაფ ტემპებს, გლობალიზაცია და მისი ალტერნატივების მძაფრ დაპირისპირებას. ტრადიციულისა და ინოვაციურის ურთიერთბრძოლა თავის დაღს ასვამს გარდამავალი პერიოდის სირთულეებს, რასაც თან სდევს ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნების ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნების პრობლემატურობა. თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციები, ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისათვის ტრანზიციის ქვეყნებისათვის სოციალური და პოლიტიკური ღირებულებებითი ორიენტაციების არჩევანის დიდი სიძნელეების წინაშე აყენებს, რაც განუზომლად ზრდის სუბიექტური ფაქტორის ისედაც მნიშვნელოვან როლს და, შესაბამისად, ავტორიტარიზმის საფრთხესაც.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის
სარჩევი