სოციოლოგია

ზ. ტაბლიაშვილი

პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა ტრანსფორმირების პროცესში

სტატიაში გაანალიზებულია ადამიანი – საზოგადოების მარადიული სოციოლოგიური პრობლემის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები ტრანზიციის თანამედროვე ეტაპზე. დასაბუთებულია მისი განსაკუთრებული სიმწვავე ისტორიული მსვლელობის ბუნებრივი განვითარების დარღვევის გამო. საქართველოს სინამდვილის სპეციფიკის გათვალისწინებით ავტორი მიუთითებს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობის დაძაბულ ხასიათზე, რასაც განაპირობებს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ერთობლიობა. საზოგადოების შემდგომი განვითარების ორიენტირად უნდა იქნას მიჩნეული ადამიანის მეტაფიზიკური ყოფიერების საფუძვლების უზრუნველყოფა, როგორც სისტემის – ადამიანი–საზოგადოება ფარგლებში ორივე მხარის შეთანაშეწყობილი თანაარსებობის გარანტი. ამასთანავე, წინააღმდეგობა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის მუდამ იარსებებს როგორც საზოგადოებრივი განვითარების მყარი საფუძველი, მისი მამოძრავებელი ძალა.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის
სარჩევი