სოციოლოგია

დ. ოსეფაშვილი

ჟურნალი მასმედიის სისტემაში

ნაშრომის მიზანია წარმოგვიდგინოს ჟურნალის როლი და ადგილი მედიის სისტემაში. ამ მიზნით ავტორი ცდილობს შეუპირისპიროს ჟურნალი მედიის ძველსა და ახალ საშუალებებს — გაზეთს, რადიოს, ტელევიზიას, ინტერნეტ გამოცემებს. სტატიაში მოტანილია მცირეოდენი ისტორიული ექსკურსები; გამახვილებულია ყურადღება ტერმინებზეც; გარკვეულია ჟურნალის სპეციფიკა გაზეთთან შეპირისპირების გზით. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ჟურნალები ძირითადად განკუთვნილია განსაზღვრული აუდიტორიისათვის, ამა თუ იმ მიზნობრივი ჯგუფისათვის. მაშინ როდესაც გაზეთები ცდილობენ ისეთი მასალები მიაწოდონ საზოგადოებას, რაც ყველას დააინტერესებს.

ახალი მედიების, ელექტრონული ჟურნალების დაარსების მიუხედავად, ჟურნალი ანუ მეგეზინი, პერიოდიკის ეს ერთ-ერთი უძველესი სახე კვლავაც ინარჩუნებს ადგილს მედიის სისტემაში. მსოფლიო მედიაბაზარზე იგი კვლავაც წარმატებით ლიდერობს და საჟურნალო ინდუსტრია კვლავაც მომგებიან ბიზნესად რჩება.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი