ფსიქოლოგია

მ. ციბალაშვილი

კონტექსტისა და ჟღერადობის გავლენა უცნობი სიტყვის მნიშვნელობის წვდომისას

ექსპერიმენტულად დავასაბუთეთ, რომ სიტყვის ჟღერადობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი მნიშვნელობის ჩამოყალიბებაზე. უცნობი სიტყვა "ჩაქანაქა" ძირითადად ფასდება უარყოფითად, ხოლო "ნიგოტტა" – დადებითად. ამ ნაშრომში ვიკვლიეთ ჟღერადობისა და კონტექსტის ურთიერთგავლენის საკითხი.

"ჩაქანაქა" მოვათავსეთ პოზიტიურ კონტექსტში, ხოლო "ნიგოტტა" – ნეგატიურში. ამგვარ კონტექსტში ჩასმულ უცნობი სიტყვების შეფასებისას შევადარეთ საპირისპირო კონტექსტში მოთავსებული იგივე სიტყვების შეფასებები.

12 წლის ბავშვებმა, ცალკეულ შკალებში სხვადასხავნაირი შეფასება მისცეს "ნიგოტტასა" და "ჩაქანაქა". ზოგადად კი მაინც ორივე სიტყვა შეფასდა პოზიტიურად ანუ კონტექსტმა თავისი გავლენა მოახდინა.

8-9 წლის ბავშვებთან კონტექსტის გავლენა არ სჩანს. "ჩაქანაქა" ფასდება ნეგატიურად, ხოლო "ნიგოტტა" – პოზიტიურად.

 

 
სარჩევი