ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

კ. ფიფია

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სარმატთა ლაშქრობის ისტორიისათვის

III ს. მეორე ნახევარში ლაზეთის სამეფო, რომელიც რომის პროტექტორატის ქვეშ იყო მოქცეული, იმპერიისა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ბარბაროსული ტომების დაპირისპირების არეალში მოექცა. 257 წ. ლაზებმა, რომაულ გარნიზონთან ერთად, მოახერხეს გოთების თავდასხმის მოგერიება, მაგრამ III ს. მიწურულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს, მოეწყო მეოტურ ტომთა კიდევ ერთი დიდი ექსპედიცია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ლაშქრობის ძირითადი ასპარეზი ლაზეთის სამეფო და პონტოს პროვინცია გამხდარა. 291 წ. მომთაბარე სარმატებმა დაიპყრეს ლაზეთი, შეიჭრნენ პონტოში და მიაღწიეს მდ. ჰალისამდე. საბოლოოდ კი, რომაელებმა სარმატები აიძულეს ბოსფორში დაბრუნებულიყვნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ პერიოდისათვის ლაზეთში რომაული გარნიზონები არ იდგნენ და იგი მხოლოდ ფორმალურად ითვლებოდა იმპერიის გავლენის სფეროდ, თუმცა წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ დიოკლეტიანეს დროს, ლაზეთი არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ფაქტობრივადაც რომის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი