პოლიტოლოგია

მ. თვალიაშვილი, თ. სიმაშვილი

გლობალიზაცია და პოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილება

სტატიაში აღნიშნულია, რომ მართალია თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი, გარკვეულწილად ხელს უწყობს ისლამური სამყაროს გაძლიერებას, საკმაოდ დიდი პოტენციალი 10-15 წლის შემდეგ იქცეს შუა აზიის, კავკასიის რეგიონის და საერთოდ მსოფლიოს დომინანტ სახელმწიფოდ, აქვს ჩინეთს.

მითითებულია, რომ მომავალში ჩინეთი და რუსეთი შეეცდებიან გამოიყენონ ირანის პოტენციალი, ისლამურ სამყაროს მიერ ტერორისტული ომის გასაძლიერებლად დასავლური სამყაროს წინააღმდეგ.

აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში, ამერიკის და დასავლეთის ქვეყნების ირანთან დაპირისპირების შემთხვევაში, გაძლიერდება ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ტერორისტული ომი. სუნიტური და შიიტური რადიკალური მოძრაობების გაძლიერება, ზეგავლენას მოახდენს საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებზე. კავკასიის რეგიონში ამერიკის მოკავშირედ აღიარებული საქართველო, შეიძლება იქცეს მუსლიმანი ტერორისტების სამიზნედ.

 

ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი