ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ს. დევიძე

სუფიზმი როგორც ისლამური ინკვიზიციის ობიექტი

X-XI საუკუნეებში სუფიზმი ჩამოყალიბების რთულ პროცესს განიცდიდა. ის ჯერ არ იყო ისლამის წიაღში ფართოდ გავრცელებული რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რადაც შემდგომში, XIII-XIV სს. ჩამოყალიბდა ცნობილი სუფიები ხშირად ხდებოდნენ ისლამური ინკვიზიციის და მმართველთა სისასტიკის მსხვერპლნი.

აბუ სა'იდ აბუ-ლ-ხეირ მეიჰენის (967-1047) ინკვიზიციის ბასრი ბრჭყალები არ შეხებია და ეს მხოლოდ მისი სიფრთხილის, გამჭრიახობის და ადამიანთა გულებზე სასწაულებრივი ზემოქმედების უნარის წყალობით.

სხვაგვარად წარიმართა ბაღდადის სუფიური სკოლის ცნობილი წარმომადგენლის მანსურ ჰალაჯის ბედი. მისი პიროვნული თვისებების, მისი ტრაგედიის განვითარებისა და კულმინაციის ანალიზი საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ, თუ რაოდენ დიდი იყო ამ ორი მისტიკოსის სულიერი ნათესაობა; და რამდენად მსგავსი თუ განსხვავებული იყო ვითარება X ს. დასაწყისის ბაღდადსა და X-XI სს. ხორასანში.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი