ლიტერატურა

მ. ჩომახიძე

სიკეთისა და სიყვარულის ძიება აირის მერდოკის რომანში "ზღვა, ზღვა"

აირის მერდოკის ბუკერის პრიზის მფლობელი რომანის "ზღვა, ზღვა"-ს პროტაგონისტი ჩარლზ ეროუბი სამოცი წლის ასაკში მაიტოვებს თეატრალური რეჟისორის თვალისმომჭრელ კარიერას და პატარა ზღვისპირა სოფელში გადასახლდება, რათა მარტოობაში გაიაზროს თავისი განვლილი ცხოვრება, გათავისუფლდეს გაუცხოებულობისა და ეგოცენტრიზმისგან და უკეთესი ადამიანი გახდეს. მაგრამ თვით–განწმენდისა და თვით–განახლებისკენ მიმავალი გზა ტანჯვასა და მონანიებაზე გადის – პირველ სიყვარულთან შეხვედრა მასში "შავ ეროტს" გააღვიძებს, რაც მისთვის ძვირფასი ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს. გადატანილი ტანჯვისა და სინანულის განწმენდელი ცრემლების დაღვრის შემდეგ იგი საბოლოოდ თავისუფლდება გამანადგურებელი ენერგიისა და ძალადობრივი ნებისგან. მის ფუჭსა და ქიმერულ სურვილებს სიკეთისკენ სწრაფვა ჩაენაცვლა, რაც თავის მხრივ დამაბრმავებელი ეგოს ავტომატურ დაძლევასა და ჭეშმარიტი რეალობის შეცნობას გულისხმობს.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი