ლიტერატურა

ს. ზურაბიანი

არსებობს თუ არა ორი სიმართლე?

(რუსული და ამერიკული პრესა კავკასიის ეთნოკონფლიქტებზე)

XX საუკუნეში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასია ერთგვარად "დაინფიცირდა" კონფლიქტური რეგიონებით - მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთი ოსეთი, ჩეჩნეთი. ამ მოვლენებით მთელი მსოფლიოს დაინტერესება დღეს აშკარაა. ჩვენ კომპეტენციას და ამ ნაშრომის ინტერესს სცილდება ამ კონფლიქტებში მტყუან-მართლის ძიება, ამის პრეტენზია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი ინტერესის საგანი მასმედიაა. კონფლიქტურ სიტუაციებში ყველაზე ძნელია ობიექტურობის პრინციპის დაცვა. ამ ნაშრომში 2 გაზეთის ("იზვესტიასა" და "ვაშინგტონ პოსტის") რამდენიმე სტატიის მაგალითზე ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა რამდენად ერთგულებს რუსული და ამერიკული პრესის ეს 2 წარმომადგენელი ობიექტური პრესის პრინციპებს". ცივი ომის დასრულებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მასმედიის დეცენტრალიზაციის შემდეგ რამდენად ემთხვევა ან ეწინააღმდეგება ერთმანეთს ამ ორი ქვეყნის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია? არსებობს თუ არა ორი სიმართლე? კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მკითხველს, რომელიც კარგად იცნობს სიტუაციას კავკასიაში ამ ორი გაზეთის კითხვის დროს ანალიზის გაკეთება არ გაუჭირდება, თუმცა მისი უფლება - მიიღოს ობიექტური ინფორმაცია - გაზეთ "იზვესტიას" ფურცლებზე ხშირად და აშკარად ირღვევა.

 

 
სარჩევი