ლიტერატურა

ნ. ცქვიტინიძე

ზნეობრიობის იდეალების საკითხისთვის ქართულ საბავშვო და საყმაწვილო კინემატოგრაფში

პიროვნების ზნეობრივი ჩამოყალიბების პრობლემა ყოველთვის აღელვებდა ყველა თაობის ადამიანს, მათ შორის კინემატოგრაფისტებსაც. ხასიათის ფორმირება, ბავშვობის ასაკიდან იწყება, რა მიმართულებითაცაა ადამიანი აღზრდილი, ისეთივე იქნება ცხოვრებაში.

საბავშვო კინოს უმთავრესი დანიშნულებაა ასახოს ადამიანი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით.

თავდაპირველად ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს გაცნობიერებული თავისი მოქმედება, მაგრამ დროთა განმავლობაში უყალიბდება იმის შეგნების უნარი, რა არის კარგი და რა - ცუდი.

მაგალითი უდიდესი დადებითი და უარყოფითი ძალაა. დაფიქრებულ მკითხველს და მაყურებლს წიგნები, სპექტაკლები თუ ფილმები ეხმარება გააანალიზოს თავისი საქციელი, უპასუხოს კითხვებს: "მე როგორიღა ვარ?", "რას ფიქრობენ ჩემზე სხვები?".

მოზარდის ზნეობრივი მრწამსის ჩამოყალიბებისათვის დიდაქტიკური შეგონებები სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ აუცილებელია შემოქმედი გრძნობდეს ცხოვრების მაჯისცემას, იცოდეს რა აღელვებს მოზარდს. კინოს, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, პიროვნების ზნეობრივ-ესთეტიკური ჩამოყალიბებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 
სარჩევი