ლიტერატურა

ლ. ყაულაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და პედაგოგიური წიგნის გამოცემის საქმე

1879 წელს დაარსდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება". დაარსების პირველი დღიდანვე იგი შეუდგა საგამომცემლო საქმიანობას. ბეჭდურ პროდუქციაში მთავარი ადგილი ეკავა პედაგოგიურ წიგნს: სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებსა და საკითხავ წიგნებს სკოლებისათვის, სასულიერო და სამრევლო სასწავლებლებისათვის. თავისი არსებობის (1879-1927 წწ.) მანძილზე "საზოგა-დოებამ" გამოსცა 265 დასახელების წიგნი, რომელთაგან უმეტესობა პედაგოგიურ სფეროს განეკუთვნება და მოიცავს არა მარტო ქართულ, არამედ რუსულიდან თარგმნილ ლიტე-რატურასაც.

პედაგოგიურ ლიტერატურაში ჭარბობს ი. გოგებაშვილის სახელმძღვანელოები, რომე-ლთა გამოცემა სხვადასხვა დროს რამდენიმეჯერ განმეორდა.

საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნებით სარგებლობდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

 

ექ. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების
სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი