პოლიტოლოგია

ე. ელიზბარაშვილი

ქართული საზოგადოების გარდამავალი ეტაპი ეროვნული იდეისა და გლობალიზაციის კონტექსტში

სტატიაში განხილულია ქართული საზოგადოების გარდამავალი ეტაპი ეროვნული იდეისა და გლობალიზაციის კონტექსტში. ყურადღება გამახვილებულია 1991-92 წლის სახელმწიფო გადატრიალებაზე და 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციაზე. ნაცადია გამონახულიყო ის თეორიული პოზიცია, საიდანაც ამ მოვლენების საქართველოში მოხდენის ლოგიკური აუცილებლობა დასაბუთდებოდა. სტატიაში ნაცადია საქართველოში უკანასკნელ 10-15 წელს გადამხდარი მოვლენების ე.ფრომისეული პარადიგმით - "გაქცევა თავისუფლებიდან" - ახსნის სისუსტე დასაბუთებულიყო. ჩვენ მიერ ეს პერიოდი გააზრებულია, როგორც ქართველი ერის არა გაქცევა პრობლემებიდან (რომელიც თავისუფლებისაკენ მოძრავ გზაზე გვხვდება), არამედ ამ პრობლემების წინაშე დარჩენა და წარმომდგარ სიძნელეებთან "შეჭიდება".

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი
სარჩევი