პოსტმოდერნიზმი XX ს-ის II ნახევრიდან იწყებს ჩამოყალიბებას და 70-80-იან წლებში დასავლური კულტურის ზოგადესთეტიკურ ფენომენად იქცევა. ქართულ ლიტერატურაში მისი წარმოშობა განაპირობა მიმდინარე ისტორიულმა, სოციალურმა, ფსიქოლოგიურმა, ესთეტურმა ცვალებადობამ. ქართული პოსტმოდერნისტული პროზის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს ოთარ ჭილაძის რომანი "აველუმი", სადაც ვხვდებით პოსტმოდერნიზმის ძირითად ამოსაცნობ ნიშნებს: ინტერტექსტუალობას, ესეისტურობას, სტილის ორმაგ კოდირებს, ავტორის "ნიღაბს", სიმბოლურობა, მეტაფორულობას, მითოლოგიზირებას, ისტორიზმს, ირონიას, "დამალულ ღიმილს" და ა.შ. რომანი "აველუმი" ღრმა სიმბოლოებით და მნიშვნელობით დატვირთული ნაწარმოებია, რომელშიც XX ს-ის II ნახევრის საქართველოს ისტორიული მდგომარეობა და პიროვნების ტრაგედია ერთად არის გადაჯაჭვული.