ლიტერატურა

რ. აბულაძე

ზოგი რამ "დროების" ფელეტონზე

"დროების" 1866-72 წწ. გამოცემების გამოკვლევამ გამოავლინა, რომ რედაქციაში მოღვაწეობდნენ ფელეტონისტები – ბ.პეტრიაშვილი (ვასილ პეტრიაშვილი), ზურაბ მონიძე (ა. ფურცელაძე), პ-ძე (პეტრე უმიკაშვილი), ნ. სკანდელი (ნ. ნიკოლაძე), ს. წკეპლაძე (ს. მესხი), ანჩისხატისუბნელი (პ. უმიკაშვილი), აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი და სხვანი.

ამ წლებში გამოქვეყნებული ფელეტონები თემატურად მრავალფეროვანია – საყოფაცხოვრებო, სწავლა-აღზრდა, ბატონყმობა, სალიტერატურო, ბიუროკრატიული აპარატი და სხვა.

1871 წელს "დროების" ფურცელზე ჩნდება აკაკი წერეთელი თავისი "ცხელ-ცხელი ამბებით". იგი ეხება სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს. უმთავრესი კი აკაკისთვის ქართველი კაცის მანკიერებებია.

"დროებაში" ფელეტონის რუბრიკის ქვეშ ქვეყნდება არა მხოლოდ ფელეტონები, არამედ მოთხრობებიც. რედაქციის გადაწყვეტილებით ბელეტრისტიკა და ფელეტონი ერთ რუბრიკაში გააერთიანებს. ამ წლებში გამოქვეყნდა ალ. ცაგარელის "რამდენიმე სურათი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდამ".

 

შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
სარჩევი