ლიტერატურა

გ. დუდაური

მოხევეების რელიგიური სამყარო

ყაზბეგს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია მოხევეთა ცხოვრებაში არც ერთი სასიცოცხლო საკითხი, თუმცა იგი ავტორს ფართო კვლევის საგნად არ გაუხდია. მისი ძირითადი მიზანი, როგორც ჩანს, ყოფილა იმდროინდელი ეთნოგრაფიული სინამდვილისათვის დამახასიათებელ მოხეურ ჩვეულებებზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა და საზოგადოებრივი სამსჯავროს წინაშე გამოტანა.

პირველივე პუბლიცისტურ ნარკვევში "მოხევეების და იმათი ცხოვრება", რომელიც ა. მოჩხუბარიძის ფსევდონიმით ორი წლის (1880-1882 წწ.) განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ ივერიაში, სხვა უამრავ საჭირბოროტო საკითხთან ერთად უდიდესი ყურადღება დაეთმო მოხევეთა რელიგიურ სამყაროსაც.

ხევში ყველა საქმე საღვთოთი იწყებოდა და ამითვე მთავრდებოდა; "ხევში კაცი არ დარჩება, რომ ათჯერ მაინც არ წავიდეს სალოცავად და არა მოართოს რა წმინდა სამებას".

 

შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
სარჩევი