ლიტერატურა

დ. ბეთხოშვილი

"ვეფხისტყაოსნის" დაწერის თარიღი

კორნელი კეკელიძის მოსაზრებათა მიხედვით

არანაკლებ საინტერესო, მნიშვნელოვანი და პრობლემატურია პოემის დაწერის დროის (თარიღის) განსაზღვრა. ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განსხვავებული თვალსაზრისი გამოითქვა რუსთველოლოგ-მკვლევართა მიერ.

აღნიშნული პრობლემის შესახებ პროფ. კორნელი კეკელიძემ საკუთარ რუსთველოლოგიურ ნაშრომებში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი წამოაყენა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხის კვლევის საქმეში. კონკრეტულად, კორნელი კეკელიძის აზრით, პოემა "ვეფხისტყაოსანი" დაწერილი უნდა იყოს თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ პერიოდში, კერძოდ, XIII საუკუნის 30 წლებამდე. ამ აზრს ზოგი მკვლევარი ავითარებს და უჭერს მხარს, ზოგი მეცნიერის შეხედულებით კი პოემა დაწერილია თამარის სიცოცხლეში.

"ვეფხისტყაოსნის" დაწერის თარიღის პრობლემა საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როცა უფრო სარწმუნო და ამომწურავ ცნობებს მივიღებთ, უპირველეს ყოვლისა, თვით პოემის კიდევ უფრო სიღრმისეული გამოკვლევის შემდეგ.

დღესდღეობით, უფრო სარწმუნო ცნობების მოპოვებამდე, ვვარაუდობთ, რომ პოემა "ვეფხისტყაოსანი" 1205-1207 წლებშია გასრულებული.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სოხუმის ფილიალი
სარჩევი