ლიტერატურა

ლ. ჭავჭავაძე

ალექსანდრე ყაზბეგის უცნობი პუბლიცისტური წერილები

კორნელი კეკელიძის მოსაზრებათა მიხედვით

ნაშრომში განხილულია ალექსანდრე ყაზბეგის უცნობი პუბლიცისტური წერილები, რომლებიც დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ალ. ყაზბეგის ფონდში და დღემდე არაა გამოქვეყნებული და არ შესულა მწერლის 1948-50-იან წლებში გამოქვეყნებულ "თხზულებათა სრულ კრებულში".

ნაშრომში წარმოდგენილია ცხრა პუბლიცისტური წერილი, რომელთაგანაც ყველა უთარიღოა. წერილები უმთავრესად ეხება თეატრალურ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ყაზბეგის სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლას, საუბრობს მწერლის მოვალეობასა და მომავალი თაობის – “ჩვენი შვილების აღზრდასა და განათლებაზე". წერილები პოლემიკური ხასიათისაა და გამოხატავს მწერლის გულისტკივილს იმის გამო, რომ პრესაში არასათანადოდ და ტენდენციურადაა გაშუქებული მწერლის და მისი “ამხანაგობის" თეატრალური მოღვაწეობა, ის შავბნელი დრო, რომელშიც ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, იტანჯებოდა და იწვოდა განმარტოებული მწერალი.

ნაშრომში წარმოდგენილია ორი წერილი, რომელშიც ყაზბეგი იყენებს ლექსებს საკუთარი გაკვირვების გამოსახატავად საზოგადოების მიმართ, რომლისგანაც დაუმსახურებლად ბევრჯერ უხვად ლანძღვაც კი მიუღია, მაგრამ ამას მწერალი არასოდეს შეუშინებია. იგი დაუღალავად ემსახურებოდა ქართული კულტურის აღორძინების საქმეს მთელი თავისი შემოქმედებითი ძალებით.

 

შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
სარჩევი