ლიტერატურა

ი. იაკობაშვილი

XIX საუკუნის 90-იანი წლების პუბლიცისტიკა და ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება

("კვალი")

1984 წლის საახალწლო განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა "ივერიაში", ნათქვამია, რომ 1843 წელი ქართველი ერისათვის, უთუოდ, ფრიად საყურადღებო და დაუვიწყარი წელიწადია. ამ წელში დაიბადა ჟურნალი "კვალი" და უკვე იჩინა კიდეც თავიო (იხ. "ივერია", 1894 წ., #1). ასეთი ყურადღება და მაღალი შეფასება "ივერიის" მიერ შემთხვევითი არ ყოფილა. სხვა ფაქტორებთან ერთად, ჟ. "კვალის" წარმატება იმანაც განაპირობა, რომ იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკისათვის, პერიოდული პრესის, ფლაგმანი რომ "ივერია" იყო. ჩვენი რწმენით, ამაში სათაკილო არა არის რა, ლოგიკურად ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რამეთუ "კვალის" იმედიანი დებიუტი და შემდგომ მისი დამოუკიდებელი სვლა და წარმატება ხომ ცნობილი 60-იანელის გიორგი წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული. გიორგი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების ცნობილი მკვლევარი პროფ. ანდრო ჭილაია წერს: . . . "დროება", "კრებულისა" და "სასოფლო გაზეთის" შემდეგ გ. წერეთლის ყველაზე ნაყოფიერი, რთული და მრავალფეროვანი მოღვაწეობა "კვალში" გაიშალა.

გ. წერეთელი პროფესიონალი მწერალი-ჟურნალისტი იყო, ამ ცნების ფართო მნიშვნელობით. მისი იდეური მრწამსი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის სურვილებით იყო განპირობებული. . . ".

...

 

შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
სარჩევი