ლიტერატურა

ნ. მრევლიშვილი

უცხოენოვანი ლექსიკა და ანთროპონიმები ეკლესიასტეს განმარტებათა გელათურ თარგმანებში

გრიგოლ აკრაკანტელისა და ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი დიაკონის მიერ აღწერილი ეკლესიასტეს განმარტებათა გელათური მრავალმხრივაა საინტერესო ტერმინოლოგიური თუ ენობრივ-სტილური თვალსაზრისით. სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ ანთროპონიმთა თარგმნის თავისებურებებსა და იმ უცხოენოვან ლექსიკაზე, რომელიც დადასტურდა საკვლევ ძეგლში.

უცხოენოვანი ფორმები ზოგჯერ შეიძლება იყოს ქართული ტრანსკრიბციით ნაწერი კალკები, რომელთა ქართული მნიშვნელობებიც, ხშირ შემთხვევაში, იქვეა მითითებული, უფრო ზუსტად, იმისათვის არის მოხმობილი, რომ მთარგმნელმა ქართველ მკითხველს მიუთითოს უცხო ფორმაზე და მის შესატყვის ქართულ ლექსემაზე. ზოგჯერ უცხო ენიდან შემოსული ფორმები უკვე ქართული ენის ლექსიკურ ფონდში დამკვიდრებული სიტყვებია და, შესაბამისად, მთარგმნელი მიიჩნევს, რომ ამგვარი ფორმები განმარტებას აღარ საჭიროებენ. გვხვდება შემთხვევები, როდესაც ავტორი ან მთარგმნელი საკუთარი სახელის, ტიპონიმი იქნება ეს თუ ანთროპონიმი, ეტიმოლოგიურ განმარტებას იძლევა. ანთროპონიმთა თარგმნისას ძეგლში ძირითადად დაცულია ის ნორმები, რომლებიც ამ თვალსაზრისით ახასიათებთ ძველ ქართულ სალიტერატურო ძეგლებს. სტატიაში განხილულია ის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ამ ნორმიდან გადახვევას გვიჩვენებენ.

 

 
სარჩევი