ლიტერატურა

ნ. მრევლიშვილი

სახე ლექსემა და მისგან ნაწარმოები ტერმინები ეკლესიასტეს განმარტებათა გელათურ თარგმანებში

გრიგოლ აკრაკანტელისა და ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი დიაკონის ეკლესიასტეს განმარტება გელათის სალიტერატურო სკოლის მთარგმნელობითი ნორმებითაა შესრულებული და დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის A ფონდში (A 61 – XIII ს.). ძეგლი, ისევე, როგორც ზოგადად ამ სალიტერატურო სკოლის ნორმებით შესრულებული ძეგლები, მდიდარია საღვთისმეტყველო-თეოლოგიური ტერმინოლოგიით. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია სახე ლექსემისა და მისგან ნაწარმოები ტერმინების თარგმნის თავისებურებები. შენიშნულია, რომ ტერმინთა დიფერენცირების, ტერმინსა და ცნებას შორის ცალსახა მიმართების, ტერმინის მონოსემიურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, ქართველი მთარგმნელები ცდილობენ დაძებნონ ამ ტერმინის ზუსტი შესატყვისი. განხილული მასალის საფუძველზე ვასკვნით, რომ იმ პერიოდში, როცა გრიგოლ აკრაკანტელისა და ოლიმპიოდორე ალექსანდრიელის ეკლესიასტეს განმარტებათ თარგმნა ხდება, სახე ტერმინის თარგმნისას პოლისემანტიზმის პრობლემა ისევ აქტუალურია, თუმცაღა ამ პრობლებისაგან თავის დაღწევის მცდელობა თარგმანში აშკარად იგრძნობა.

 

 
სარჩევი