ლიტერატურა

ლ. მელაძე

საბავშვო ლიტერატურის ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში

ქართული საბავშვო ლიტერატურის ტრადიციებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის სათავეს ფოლკლორიდან იღებს, რომელმაც სათავე დაუდო არა მხოლოდ ლიტერატურას, ზოგადად, არამედ მან ასაზრდოვა, ბიძგი მისცა საბავშვო ლიტერატურის განვითარებას. ეს შეხედულება მეტ-ნაკლებად ვრცელდება თითქმის ყველა ქვეყნის საბავშვო მწერლობაზე. რაც შეეხება ქართული საბავშვო ლიტერატურის სათავეებს, ის ჩვენი ერის არსებობის უძველეს ხანაში უნდა ვეძიოთ. ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან მოყოლებული ქართულ ტომებში გამომუშავებული იყო ბავშვისადმი უდიდესი ყურადღება, წესდებოდა დღესასწაულები, იქმნებოდა საბავშვო ზღაპრები, ლექსები და სხვა.

ნაშრომში წარმოდგენილია პირველი ქართული საბავშვო წიგნები, ასევე ძველი ქართული მწერლობის არაერთი საინტერესო ნიმუში, რომლებიც ბუნებრივია მოზარდების ყურადღებას იქცევდა ("შუშანიკის წამება", "აბოს მარტვილობა", "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", "წამება ყრმათა წმინდათა ცხრა ძმა კოლაელთა", "წამება დავით და ტარიჭანისა"). განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა კლასიკური ხანის მწერლობის ძეგლთა ("ვეფხისტყაოსანი", "რუსუდანიანი", ყარამანიანი) გმირულსა და რომანტიკულ სამყაროს.

ნაშრომში გამოკვეთილია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული განათლების კერების უდიდესი წვლილი, რომელთაც დიდად შეუწყვეს ხელი ეროვნული კულტურისა და კერძოდ, დიდაქტიკურ-მეთოდიკური აზროვნების განვითარებას XI-XII საიკუნეებში.

 

 
სარჩევი