კულტურა

ქ. შავგულიძე, ა. ლომთაძე

ანტიკური თემატიკა ქართულ სცენოგრაფიაში

1950-იანი წლებიდან ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ამ პერიოდის სცენოგრაფიაში გაბატონებულ ძირითად ტენდენციებს ნათლად ასახავს ქართველი მხატვრების (ფ. ლაპიაშვილის, ი. სუმბათაშვილის, "სამეულის") მიერ ანტიკური პიესებისათვის შექმნილი სცენოგრაფიული ნამუშევრები. მათი ანალიზის შედეგად ნათლად გამოვლინდა, რომ მხატვრებმა უარყვეს გაფორმების კონკრეტული, ყოფითი ელემენტები და სასცენო სივრცის კონსტრუირების პირობით, აბსტრაჰირებულ ხერხებს მიმართეს. ქართულ სცენოგრაფიაში დანერგილმა მხატვრულმა საშუალებებმა ეროვნული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის პროგრესული მნიშვნელობა შეიძინა.

 

თბილისის სახელმწოფო სამხატვრო აკადემია
სარჩევი