კულტურა

ა. სამსონაძე

ტერმინ "ქორეოლოგიის" დეფინიციისათვის

ნებისმიერი მეცნიერების არსებობის აუცილებელ პირობას მყარი ტერმინოლოგიური ბაზა წარმოადგენს. ქორეოგრაფიულ ხელოვნების მეცნიერული შესწავლის საბაზისო ტერმინს "ქორეოლოგია" წარმოადგენს.

სპეციალურ ლიტერატურაში მისი განმარტება იშვიათად გვხვდება, ამიტომ, მოცემულ ნაშრომში მისი დეფინიციის ერთ-ერთი ვარიანტია წარმოდგენილი: ქორეოლოგია - არის ხელოვნებათმცოდნეობის დარგი, რომელიც სწავლობს ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიას, თეორიას და ახდენს ქორეოგრაფიული ნიმუშის კრიტიკულ ანალიზს.

ქორეოლოგია, კრებითი ცნებაა, რადგან ცეკვის ყველა ნაირსახეობის მეცნიერულ შესწავლას მოიცავს, რომელიც ხალხური აუთენტური, სასცენო-ხალხური, ისტორიულ-ყოფითი, სამეჯლისო, კლასიკური და თანამედროვე ცეკვისადმი ისტორიულ, თეორიულ და კრიტიკულ მიდგომას გულისხმობს.

 

ექ. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების
სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი