კულტურა

ქ. ღონღაძე

ვიეტნამის ომის თემა 70-იანი წლების ამერიკულ კინოში

სტატია ეხება XX საუკუნის 60-იანი წლების აშშ-ს იმ ისტორიულ მწვავე სინამდვილეს, რომელიც ამერიკის ისტორიაში შევიდა, როგორც ამერიკის აგრესია ვიეტნამში და თავისებური ასახვა ჰპოვა 70-იანი წლების ამერიკულ კინოში.

ყოველი ეპოქა ამბობს საკუთარ სიტყვას, რომელსაც შემდგომ ათასები იმეორებენ. ეს პოლიტიკური, კულტურული თუ ფილოსოფიური ნათქვამი გამომჟღავნდა ასევე კინემატოგრაფიულ შემოქმედებაშიც. ვიეტნამის ომის ასახვა 70-იანი წლების კინემატოგრაფიაში მხოლოდ მიზანი კი არ იყო, არამედ აუცილებელი პირობაც ქვეყნის წინაშე მდგარი მასშტაბური ამოცანების გადასაჭრელად. თავისი განსაკუთრებული სიტყვა უნდა ეთქვათ კინემატოგრაფისტებსაც.

ამ მეტად მძიმე და მწვავე პოლიტიკურმა მოვლენამ ერთიანად მოიცვა ამერიკა და დაზარალებული ვიეტნამის მოსახლეობა. აღნიშნული ფაქტი უმალვე აიტაცეს ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორებმა: მარტინ სკორსეზემ, მილოშ ფორმანმა, მაიკლ ჩიმინომ და ფრენსის ფორდ კოპოლამ. მათ თავიანთი შემოქმედებით ამერიკულ კინოს გამოფხიზლებისა და თავისუფალი აზროვნების საშუალება მისცეს.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ამ რეჟისორთა ის ფილმები, რომლებშიც ყოველგვარი შელამაზების გარეშე სრული ობიექტურობით გამოვლინდა მათი დამოკიდებულება ვიეტნამის ომის მიმართ. კონკრეტული მოვლენის მაგალითზე ხაზი გაესვა ზოგადად ომს, როგორც უარყოფითი შედეგების გამომწვევ მიზეზს. "ტაქსისტი", "თმები", "ირმებზე მონადირენი" და "აპოკალიფსი დღეს" - ეს ის ფილმებია სადაც ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მკვეთრად გაიჟღერა ე.წ. "მშფოთვარე" ახალგაზრდობის პროტესტის ხმამაც.

 

შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი