კულტურა

ქ. გოგოლაძე

მუსიკის ძირითადი კანონზომიერებების გრაფიკაში ასახვა

სტატიაში მუსიკის ძირითადი გამომსახველი საშუალებების გრაფიკაში ასახვის შესაძლებლობა განხილულია მუსიკისმცოდნეობის და სახვითი ხელოვნების პოზიციიდან. განზოგადებულია მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების შედეგად შესრულებული გრაფიკული ჩანაწერები და ჩანახატები.

აღნიშნული მასალის ანალიზი საშეალებას იძლევა მიღებული შედეგები განწყობის თეორიის დ. უზნაძისეული კონცეფციის ადექვატურად იყოს ინტერპრეტირებული.

მუსიკის მოსმენით გამოწვეული ემოციურ-ხატობრივი წარმოსახვების შესაფასებლად ავტორის მიერ უარყოფილი იყო ინტროსპექციის მეთოდი. იგი შეიცვალა ბავშვებისათვის თვითგამოსახვის უფრო ახლობელი საშუალებით – ხატვით, რამაც ხელი შეუწყო ც. პირთა არაცნობიერი შემოქმედებითი რესურსების ამოქმედებას.

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გრაფიკა სტრუქტურული ანალიზისა და მუსიკის გამომსახველი თავისებურებების ასახვის საშუალებად?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეადგენს წინამდებარე სტატიის შინაარსს, რომელშიც მხოლოდ ნაწილობრივადაა გაშუქებული მრავალწლიანი ექსპერიმენტული კვლევის შედეგები.

 

ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
სარჩევი