პოლიტოლოგია

ა. აბზიანიძე

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობების პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხები

ნაშრომში განხილულია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხები; სახელმწიფოს შესახებ ქრისტიანული სწავლების ორი: სოციალურ-თეოლოგიური და სოციალურ-ფილოსოფიური ბუნება კათოლიკურ, პროტესტანტულ და მართლმადიდებელ ეკლესიებთან მიმართებაში; პოლიტიკის რელიგიზაციისა და რელიგიის პოლიტიზაციის საკითხები.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა პოლიტიკურ-სამართლებრივი მოდელების განხილვის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ ისტორიულ-გეოგრაფიული პროცესების შედეგად მიღებულმა განსხვავებულობამ ასახვა ჰპოვა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა პოლიტიკურ-სამართლებრივი მოდელთა განსხვავებებში, რომლის შედეგადაც მივიღეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა გეოგრაფიულ-რელიგიურ-პოლიტიკურ-სამართლებრივად განსხვავებული სამი მოდელი: 1) ჩრდილო-დასავლურ პროტესტანტულ სახელმწიფო-ეკლესიის მოდელი; 2) სამხრეთ-დასავლური კათოლიკური სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის მოდელი და 3) აღმოსავლურ მართლმადიდებლური მოდელი.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი