კულტურა

ს. თავაძე

მიხეილ კობახიძის კინემატოგრაფის პოეტიკა

რეჟისორ მიხეილ კობახიძის შემოქმედება პოეტური ფორმის შავ-თეთრი, უსიტყვო მოკლემეტრაჟიანი ფილმებითაა წარმოდგენილი. თავისი ფილმებით რეჟისორი ადამიანებს სიყვარულისაკენ მოუწოდებს არა დიდაქტიკით, არამედ დახვეწილი ექსცენტრიკული იუმორით.

მიხეილ კობახიძე 6 მოლკემეტრაჟიანი ფილმის ავტორია. "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962) სტუდენტური ფილმებია. "ქორწილი" (1964), "ქოლგა" (1967) და "მუსიკოსები" (1969) საქართველოშია გადაღებული. ფილმი "გზაზე" (2001) "ფრანგულ პერიოდს" განეკუთვნება (საბჭოთა ცენზურის მსხვერპლი ქართველი რეჟისორი, რამდენიმე წელია, საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს). აღნიშნული ფილმები გამოირჩევიან ორიგინალურობით, დახვეწილობით, პოეტურობით.

მიხეილ კობახიძის ფილმ-მინიატურებში არ წარმოითქმის არც ერთი სიტყვა. მათში მეფობს გამოსახულება და მუსიკა. მიუხედავად ფილმების სიმცირისა, მიხეილ კობახიძის შემოქმედება გამოირჩევა ძალზედ განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებებით, ავტორის თვითმყოფადი და თავისთავადი ნიჭით, ცხოვრების წარმოსახვის მისეული მეთოდით.

 

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი
სარჩევი