კულტურა

თ. თურმანიძე

ალმოდოვარი და მისი ქალები

ქალებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და არაორდინალური ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის შემოქმედებაში.მისი ირონიითა და იუმორით სავსე ფილმები ქალურ პრობლემებს, მათ ცხოვრებას, სიხარულსა და ტკივილებს ეძღვნება.

მაგრამ ალმოდოვარის უკანასკნელი ორი ფილმი: "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" და "ესაუბრე მას" ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია, თან მათში ქალის სახემ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. პირველ ფილმში ის ჯერ კიდევ აქტიური გმირია, დედა, რომელიც საკუთარი შვილის სიცოცხლისათვის იბრძვის. მეორე ფილმში კი ქალებს მხოლოდ პასიური, უსიტყვო მოწმეების როლი ერგოთ, რომლებიც ერთგვარი ატმოსფეროს, ფონის მოვალეობას ასრულებენ შეყვარებული გულჩვილი მამაკაცებისათვის.

 

ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი