კულტურა

ლ. ოსეფაშვილი

თორმეტი წლის იესოს ქადაგების გამოსახულება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მოხატულობიდან

ჩვენი კვლევის საგანია "თორმეტი წლის იესოს ქადაგების კომპოზიცია იერუსალიმის ტაძრიდან". ეს ეპიზოდი გადმოცემულია როგორც კანონიკურ ლუკა მახარებლის სახარებაში და ასევე თომა მახარებლის ე.წ. აპოკრიფულ სახარებაში ანუ "სიყრმე უფლისაში". აქ გამოყენებულია აპოკრიფული ტექსტი, მაგრამ ამ პოსტბიზანტიური დროიდან იზრდება ინტერესი სიმბოლიკური კომპოზიციებისადმი. ისინი იკვებებიან როგორც აპოკრიფული, ასევე ბიბლიის კანონიკური ტექსტით. თომას სახარებაში ქადაგების ეპიზოდი მისდევს ლუკას ტექსტს (ლუკა 2, 52). ფაქტობრივად, ეს არის პერიფრაზი ლუკას სახარების ეპიზოდისა, მხოლოდ დამატებულია საუბარი, რომელიც მიმდინარეობდა ტაძრად ქრისტეს ქადაგების შემდეგ ანუ მაშინ, როცა დედა ღმრთისა და მართალი იოსები დაბრუნდნენ იერუსალიმის ტაძარში. ეს საუბარი მარიამსა, ფარისევლებსა და მწიგნობრებს შორის გაიმართა. ისინი გაკვირვებულნი არიან ყრმა ქრისტეს სიბრძნით.

ყველა სცენა აზრობრივად მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და აქვს სიმბოლური ხასიათი. ეს არის ქრისტეს მისი - სამყაროს ცოდვათა გამოხსნა.

 

 
სარჩევი