კულტურა

ო. თაბუკაშვილი

გრეტა გარბო - მითი თუ რეალობა?

ჩვენ ვერასდროს ვერ ამოვხსნით გრეტა გარბოს, მარლენ დიტრიხის, მერლინ მონროს ვარსკვლავური მითის საიდუმლოებას.

გამოვა კიდევ არა ერთი მონოგრაფია, გამოქვეყნდება ათეულობით კვლევა მათი ამოუცნობი ფენომენის შესახებ. ისინი ამერიკული ვარსკვლავთა სისტემის სამი განუმეორებელი სახეა, სამი ულამაზესი ქალი, ღვთაებრივი ხიბლით, მითიურ ნისლში გახვეულები.

უკვე ნახევარი საუკუნეა კინომცოდნეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები თხზავენ მათი ცხოვრების და შემოქმედების ირგვლივ სენსაციურ მასალებს, მაგრამ დღესაც გაუგებარია მილიონებით მაყურებლის მოჯადოებული მზერა ეკრანთან, მათი ლტოლვა მსგავსებისკენ. კინემატოგრაფის დიადი საიდუმლო ყოველ დღე იშიფრება და ამავე დროს იბადება უამრავი კითხვა.

რატომ მიატოვა ეკრანი 1941 წელს 35 წლის ასაკში გრეტა გარბომ და არჩია მარტოობა, კარჩაკეტილება?

...

 

შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი