კულტურა

ე. ჭელიძე

თბილისი და ფიროსმანი ნ. იგანატოვის მხატვრობაში

თბილისი და ფიროსმანი არაერთი ხელოვნის შემოქმედებით იმპულსად ქცეულა. ამ ამ კოლორიტულმა თემამ ნ. განატოვის შემოქმედებაშიც მიიჩინა სათანადო ადგილი. მხატვარმა, აღნიშნული მოტივის მრავალფეროვანი ვარიაციები შექმნა. ამჯერად ვისაუბრებ ორ, ურთიერთისაგან განსხვავებულ დარგსა და ჟანრში გაჟღერებულ ნამუშევარზე. ერთი მათგანი ინტელექტუალური საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ფერწერული პანოა - "ფიროსმანის მონატრება" (1971 – 1972 წწ. ტილო ტემპერა 600 X 1200), რომელიც ფუნიკულიორის საბანკეტო დარბაზს ამშვენებდა, ხოლო მეორე დაზგური სურათია, სერიიდან სახელწოდებით "ძველი თბილისი".

1971 წელს, როდესაც თბილისის მერიის დაკვეთით, არქიტექტორ ზ. ქურდიანის ხელმძღვანელობით ფუნიკულიორის ზედა სადგურის ინტერიერების რეკონსტრუქცია დაიწყო, ნ. იგნატოვს საბანკეტო დარბაზის საკმაოდ მოზრდილი კედლის მოხატვა შესთავაზეს. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მხატვარი ძველი თბილისის თემაზე შეჩერებულია. ამის გასარკვევად მხატვრის პირად ჩანაწერს მოვიშველიებ: "... რადგანაც ძველი თბილისის განსახიერება არის ფიროსმანის შემოქმედება, თავისთავად ჩვენი ნიკალა აღმოჩნდა მომავალი კომპოზიციის ღერძი, ასე ვთქვათ ცენტრი, საიდანაც მე უნდა დამეწყო ყველაფერი დანარჩენის აგება. მაქსიმალურად გაშლილი და ტევადი სურათი უნდა შემექმნა. სურათში ყველაფრის ჩატევა მნდოდა".

...

 

ექ. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების
სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი