კულტურა

დ. შუღლიაშვილი

რვახმის სისტემის სტრუქტურული თავისებურებები ქართულ გალობაში

ქართული გალობის სხვადასხვა სამგალობლო სკოლათა ნიმუშების გულდასმით შესწავლა, მათი შედარებითი ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს დავაზუსტოთ საუკუნეების სიღრმიდან მომავალი, ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მუსიკალური ტრადიციის თავისებურებები, რომელშიც თავს იყრის, როგორც ზოგადად მართლმადიდებლური გალობის კანონები, ისე კერძოდ ქართული საეკლესიო გალობისთვის დამახასიათებელი, ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურულ-კომპოზიციური წესები.

წინამდებარე ნაშრომში მოცემულია რვახმის საგალობელთა დაჯგუფების ჩვენს მიერ შედგენილი სქემა, რომლიდანაც ნათლად ჩანს რვახმის სისტემასთან საგალობელთა ჟანრობრივი დამოკიდებულება. წარმოდგენილია საგალობელთა სტრუქტურულ-კომპოზიციური აგებულება, რომლის ბირთვს მუხლი წარმოადგენს. განხილულია მუხლთა ტიპები ფუნქციური თვათაზრისით. რვახმათაგან რამდენიმე ხმის მაგალითზე ნაჩვენებია საგალობელთა მელოდიური ფორმულების, მოდუსების ურთიერთდამოკიდებულების პრინციპის სიმყარე, რასაც რვახმის სისტემაში ჩამოყალიბებული სტრუქტურული კანონზომიერებები უდევს საფუძვლად.

ქართული გალობის სხვადასხვა სოკლათა ნიმუშებში ამ კანონზომიერებათა იდენტურობა და, ამავე დროს, მათი მელოდა-ინტონაცათა ვარიანტული სხვაობების ურთიერთშედარება გალობის ფუძეჰანგის გამოვლენის პერსპექტივას იძლევა.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
სარჩევი