პოლიტოლოგია

ა. ელიაშვილი

დემოკრატიის დაცვა მასებისაგან

ისტორიულად დემოკრატიისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა. იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც დემოკრატიის გაიდეალებას, პოლიტიკური მმართველობის ყველა სხვა ფორმასთან შედარებით მისი უპირატესობის დასაბუთებას ცდილობდნენ. არსებობდა საპირისპირო შეხედულებებიც, თუმცა ეს უკანსკნელნი არ უნდა განვიხილოთ ხალხის მმართველობისადმი მტრულად განწყობილ, ავტოკრატიული ან დესპოტური მენტალიტეტის მატარებელ ინდივიდთა ნააზრევად. დემოკრატია, როგორც ადამიანთა შემოქმედების ნაყოფი, იმთავითვე აბსოლუტური სრულყოფილებით არ გამოირჩეოდა. მისი მშენებლობის პროცესს ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს წიაღში ჩაეყარა საფუძველი და ის დღესაც არ დასრულებულა რადგან, რეალობა ისევ შორსაა იდეალისაგან. ამიტომ, დემოკრატიის არსებული თეორიების მიმართ არაერთი მოაზროვნის კრიტიკულ დამოკიდებულებას ჩვენ მისთვის ობიექტურად დამახასიათებელი ნაკლოვანებების წარმოჩენის ცდად მივიჩნევთ, რომელთაც უნდა ვითვალისწინებდეთ დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. სწორედ ასეთ მოაზროვნეთა რიცხვს ეკუთვნის დიდი ესპანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ევროპული ინტელექტუალიზმის ბურჯი, ხოსე ორტეგა ი. გასეტი, რომლის ერთ-ერთი შედევრის "მასების ამბოხის" ზოგადი მიმოხილვა წარმოვადგინეთ ჩვენს სტატიაში "დემოკრატიის დაცვა მასებისაგან" და ვცადეთ გვეჩვენებინა, თუ რა აძლევს საფუძველს დიდ ფილოსოფოსს მისი თანამედროვე ევროპისა და რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამოიცნოს არა დემოკრატიული წესრიგით პირობადებული სოციალური პროგრესის ნიშნები, არამედ სწორედ ამ წესრიგის წინააღმდეგ ამხედრებულ საზოგადოებაში კაცობრიობის ბარბაროსული წარსულის განმეორების საფრთხე.

 

ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი
სარჩევი