მედიცინა

ნ. ჩიტორელიძე, ნ. ყიფშიძე, ნ. კაკაურიძეი

ჰიპერტრიგლიცერიდემიის კავშირი ათეროსკლეროზის ზოგიერთ რისკის ფაქტორთან გიდ დროს

გულის იშემიური დაავება (გიდ), რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს, მოსახლეობის სიკვდილიანობის უხშრესი მიზეზია. გიდ–ს ხშირ შემთხვევაში საფუძვლად უდევს გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზი.

ათეროსკლეროზისა და გიდ მრავალრიცხოვან რისკის ფაქტორებს შორის ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დისლიპილემიას და სხეულის ჭარბი წონის არსებობას.

კვლევის მიზანი: ტრიგლიცერიდების კაშირის დადგენა ათეროსკლეროზის ზოგიერთ რისკის ფაქტორთან (სქ, დსლქ, სცშ, BMI, FB, CRP)

მასალა და მეთოდები: გამოკვლევა ჩაუტარდა ორივე სქესის 50 პირს (25 მამაკაცი -50% და 25 ქალი 50%). პაციენტთა საშუალო ასაკი შეადგენდა 68±5,7 წ.

გამოკვლეული პაციენტები დაიყო ორ ჯგუფად: I – ჯგუფი, პაციენტები გიდით, რომელთაც აღენიშნებოდათ ტრიგლიცერიდემიის საშუალო და მაღალი მაჩვენებელი (ტგ>150 მგ/დლ<500 მგ/დლ). სულ 40 პაციენტი (80%). II – საკონტროლო ჯგუფი, პრაქტიკულად ჯანმრთელი პირები, სულ 10 პაციენტი (20%).

მიღებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკურად: M±SD (M-საშუალო) SD–სტანდარტული გადახრა) მონაცემთა ანალიზისთვის გამოვიყენეთ სტიუდენტის t–ტესტი (p<0.05). კორელაცია ტესტირდებოდა Pearson მეთოდის მიხედვით.

დასკვნა:

 

თერაპიის ეროვნული ცენტრი
სარჩევი