ინფორმატიკა

მ. ჩხენკელი

"კომპიუტერული გრაფიკის" საფუძველთა ზოგადმეთოდოლოგიური საკითხები

როგორც ცნობილია, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სისტემა – "ადამიანი და კომპიუტერი" მალევე იქცა პრობლემად, რომელიც არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელსაც შეეხო. ამდენად, ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება აუცილებელია, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების პირობებში. რაც უფრო ადრე შევუდგებით ამ პროცესის დანერგვას, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან თანამედროვე საინფორმაციო ერთობლიობა (თითქმის ყველა ასპექტში) უდაოდ მოითხოვს კომპიუტერთან მუშაობის ცოდნას. მაგალითად, მივწეროთ ვინმეს წერილი, დავწეროთ ანოტაცია, დისერტაცია (ასე ვთქვათ, ნებისმიერი ტექსტური მასალა, მისი ორთოგრაფიული დამუშავების გათვალისწინებით) – და ადამიანის მზერა მიმართულია მარტივი კომპიუტერული პროგრამებისკენ – Microsoft Word და WordPard, რომლებიც სწორედ ტექსტზე მუშაობისთვის არიან გათვალისწინებულნი; თუ კი საქმე გაქვთ სხვადასხვა საბუღალტრო გაანგარიშებებთან – თქვენს განკარგულებაშია შესა-ბამისი პროგრამა Microsoft Exel; გნებავთ დასტკბეთ მუსიკით – შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამები Winamp და Windows Media Player, რომლებიც აუდიოფაილების მოსასმენად არის განსაზღვრული; წიგნის მზა ტექსტის დასაკაბადონებლად მოსახერხებელია პროგრამა PageMaker-ის გამოყენება; თუ დაგჭირდათ რაიმეს დახატვა კომპიუტერის დახმარებით, მიმართავთ სპეციალურ პროგრამებს (დაწყებული სრულიათ მარტივიდან რთული გრაფიკული ანიმაციით დამთავრებული), რომლებიც საშუალებას გაძლევენ შექმნათ და დაამუშაოთ გამოსახულება (მაგალითად, Paint, Corel Print House Magic, CorelDRAW, Adobe Photoshop, X 3D, Anim-FX, Macromedia Flash და ა.შ.).

ჩვენი ამოცანა არ არის ყველა იმ პროგრამის შესაძლებლობათა აღწერა, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს კომპიუტერულ გრაფიკასთან და ჭებ-დიზაინთან, ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირეულ, ხატვის განმასხვავებელ შესაძლებლობებზე კომპიუტერის დახმარებით.

კომპიუტერის გამოყენებით შექმნილი ყველა მხატვრული გამოსახულება შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ნაწილად – რასტრულ და ვეკტორულ გრაფიკად.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი