პოლიტოლოგია

თ. მესხიშვილი

სულიერი კულტურის კრიზისი გლობალიზაციის პირობებში

სამყაროში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესმა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა, მაგრამ ყველგან ერთნაირი შედეგები როდი მჰყვა. სწორედ ამგვარმა განსხვავებულმა შედეგებმა გამოიწვია გლობალიზაციისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. პირველები გლობალისტებად იწოდებიან, მეორენი - ანტიგლობალისტებად. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საჭიროა მკვეთრად გაიმიჯნოს ის სფეროები, სადაც გლობალიზაციას სარგებლობა მოაქვს, იმ სფეროებისაგან, სადაც იგი ზიანის მომტანია.

პირადად მე ასეთ სფეროდ კულტურისა და ხელოვნების სფერო მიმაჩნია, ოღონდ აქვე უნდა განვმარტო, რომ საუბარია არა საერთოდ კულტურაზე, რომელშიც ყველაფერი შედის, რაც ადამიანის ხელითაა შექმნილი, არამედ სულიერ კულტურასა და ხელოვნებაზე.

და მაინც, რატომ ვერ ეგუება კულტურა გლობალიზაციის პროცესს, რატომ არის მისთვის იგი პრინციპულად მიუღებელი? იმიტომ, რომ გლობალიზაცია გულისხმობს დამსგავსებას, საზღვრების წაშლას, ერთიანობისაკენ სწრაფვას. კულტურა კი ვერ ეგუება ამგვარ დამოკიდებულებას.

მეცნიერთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ გლობალიზაცია უპირისპირდება ეროვნულს, სინამდვილეში კი იგი თავისი არსით გამორიცხავს ეროვნულს, იგი კი არ ანგრევს მას, არამედ უბრალოდ არ არსებობს იმ სფეროში, სადაც ეროვნულია. გლობალიზაციის გავრცელების სფერო სხვაა, ეროვნულისა - სხვაა.

 

თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი