პოლიტოლოგია

ფ. დიდებაშვილი

გლობალიზაცია და საზოგადოებრივი პროგრესი

მსოფლიო ისტორიული პროცესი ვლინდება მრავალფეროვანი სახით. ყოველივე გამოწვეულია ბუნებრივი და ისტორიული პირობების არაერთგვაროვნებით, მაგრამ განსხვავებულ რეგიონებსა და ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ისტორიულად საერთო მიმართულება აქვს. თავდაპირველად ერთიანობა და მთლიანობა ატარებდა ეპიზოდურ ხასითს. დღევანდელი მსოფლიო ერთიანი სოციალური სისტემაა. მის რომელიმე ნაწილში მიმდინარე პროცესები აისახება საერთო შედეგებში. ყოველივე ამან გამოიწვია გლობალური პრობლემები, ისინი ეხება კაცობრიობას მთლიანად და მათ გადასაწყვეტად ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. საზოგადოების პროგრესული განვითარება დიდადაა დამოკიდებული მათ გადაწყვეტაზე.

გლობალიზაციის ინტერნაციონალური საფუძველი გულისხმობს განსხვავებული კულტურის და ტრადიციის განვითრებას. მათში კაცობრიობის განვითარების პოტენციაა. გლობალიზაციის პროცესში უნდა მოხდეს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების ჰარმონიული შეხამება. საყოველთაო ღირებულებების საფუძველი ცალკეულ ხალხთა ეროვნული ღირებულებანია, მიზანი ჰუმანიზმი, რაც მიგვიყვანს საზოგადოების პროგრესულ განვითარებამდე.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი