სოციოლოგია

მ. გაგოშიძე

ადამიანი გლობალიზაციის ეპოქაში

(ერიხ ფრომის მიხედვით)

ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი გლობალიზაციაა. თავს იჩენს საყოველთაო პრობლემები, რომელთა დაძლევა მხოლოდ მთელი მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასეთ პირობებში ახლებურად დგება ადამიანის ფილოსოფიური პრობლემა. ყალიბდება ადამიანის ერთგვარი სტანდარტული ტიპი, რომელიც გასაქანს არ აძლევს ბუნებრივ ინდივიდუალობას, პირიქით ახშობს მას. ამერიკელი მეცნიერი და სოციოლოგი ერიხ ფრომი ადამიანური არსებობის ორი წესის (ქონა და ყოფნა) დაპირისპირებით საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს. ამით იგი გამოხატავს განსხვავებას დასავლურ და აღმოსავლურ მსოფლმხედველობებს შორის. მისი თვალსაზრისით აღმოსავლეთი ყოფნაზეა ორიენტირებული, დასავლეთი კი - ფლობაზე. არსებობის ამ ორი წესის განსხვავებას ფრომი გვაძლევს ცოდნის, რელიგიის სფეროში. საბოლოოდ ჭეშმარიტი, ნამდვილი ცხოვრების გარკვევა თანამედროვე ეპოქის უპირველესი პრობლემათაგანია. ფრომის აზრით კი ჭეშმარიტი ცხოვრება ნიშნავს უარის თქმას ეგოიზმზე და თავკერძობაზე.

 

 
სარჩევი