დიდი ხნის მანძილზე პოლიტიკურ მეცნიერებაში ერთმანეთთან აიგივებდნენ ცნებებს "სახელიმწიფო" და "სამოქალაქო საზოგადოება". ერთი მხრივ, ეს ორი ცნება უნდა იყოს გამიჯნული და ეს მართებულია. მეორეს მხრივ სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო ურთიერთშემავსებელი და ურთიერთდამოკიდებული ინსტიტუტებია, ამიტომ ისინი პირობითაა გამიჯნული. ამავე დროს სახელმწიფოც და სამოქალაქო საზოგადოებაც პოლიტიკური სისტემის ორ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ავტორის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების და მისი პოლიტიკური სისტემის თანაფარდობა – ეს არის შინაარსის და ფორმის თანაფარდობა.