პოლიტოლოგია

ვ. გურგენიძე

საზოგადოების პოლიტიკური სისტემის თეორიის მეთოდოლოგიური და გამოყენებითი ასპექტები

თანამედროვე პირობებში საზოგადოების პოლიტიკური სისტემის თეორიის მეთოდოლოგიური საკითხების მეცნიერულ შესწავლას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული თეორია საშუალებას იძლევა ღრმად იქნას შესწავლილი ამა თუ ის საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების განსხვავებული მხარეები და წინასწარ განჭვრეტილი იქნას ამა თუ იმ ქვეყნის და კერძოდ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივები.

მეთოდოლოგიური ასპექტის გვერდით განსაკუთრებული ადგილი, მის შინაარსსა და სოციალურ დანიშნულებას შორის უკავია წმინდა "გამოყენებით" - პრაქტიკულ, უტილიტარულ ასპექტსაც.

ავტორი იხილავს და აანალიზებს მოცემული პრობლემის როგორც მეთოდოლოგიურ ასევე "გამოყენებით" უტილიტარულ ასპექეტებს.

 

თავდაცვის ეროვნული აკადემია
სარჩევი