პედაგოგიკა

ს. ნარჩემაშვილი

პიროვენების პოლიტიკური კულტურა და მისი გამოვლენის თავისებურებები სტუდენტურ ასაკში

თანამედროვე უმაღლესი სკოლის საქმიანობაზე დაკვირვება ადასტურებს, რომ პირვნების ფორმირების საქმეში სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემის რაოდენობრივ და მასთან ერთად, თუნდაც ხარისხობრივ მაჩვენებელთა გაუმჯობესების გზით. აქ უპირველეს როლს აგრეთვე ასრულებს ახალგაზრდობის ზნეობრივი სახის, მათი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისაკენ მიმართული მუშაობა.

პიროვნების პოლიტიკური კულტურა რთული სოციალური წარმონაქმნია. მის ჩამოყალიბებაში კი შინაგან ფსიქო-ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, გარკვეულ როლს თამაშობს გარემოს სოციალური ფაქტორები (საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები, ინფორმაციის ნაკადის განუხრელი ზრდა, ურბანიზაცია, სტრესული დაძაბულობის ველის გაფართოება...), ასევე ცოდნა-განათლების დონე, საზოგადოებრივი აქტივობა, უფროსებთან თუ თანატოლებთან ურთიერთობის ხასიათი, მიკრო და მაკროსოციალური ჯგუფების ზნეობრივ-პოლიტიკური ორიენტაცია, პიროვნული გამოცდილება და ა.შ.

ახალგაზრდას პოლიტიკური კულტურის გარკვეული მახასიათებლები ჯერ ოჯახიდან, შემდეგ კი, უფრო სისტმატიზირებული სახით, სკოლის კედლებიდან უყალიბდება. ეს მაჩვენებლები ხარისხობრივ ტრანსფორმაციას განიცდის სტუდენტობის წლების დადგომასთანავე, სადაც ჭაბუკი ახალი სოციალური მოთხოვნების წინაშე დგება, რაც მას აიძულებს ეძიოს მოქმედების ახალი არეალი და ურთიერთობის ახლებური მოდელი.

სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი და პრაქტიკულ პროცესებზე დაკვირვება ნათელყოფს, რომ პოლიტიკური კულტურა, როგორც პიროვნული თვისება-მახასიათებელი არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ მიღებული თუ გამომუშავებული ცოდნის მექანიკური ჯამი. აქ უდიდესი მნიშვნელობა სწორედ პიროვნების აქტივობას, მისი მხრიდან გამოვლენილ გრძნობა-განცდებს და საერთო პროცესებში მონაწილეობის ხარისხს ენიჭება.

საყოველთაოდ მიღებული და გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით ადამიანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა, პირდაპირი გაგებით, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას ნიშნავს. ასეთი ასპარეზი კი, გასაგები მიზეზების გამო, სტუდენტისათვის საკმაოდ შეზღუდულია. ამიტომ გარკვეულ გამოსავალს ქმნის ის სასწავლო-საუნივერსიტეტო თუ ინსტიტუტის გარემო, რომელიც თვით უმაღლესი სასწავლებლის კედლებში არსებობს. ესაა სხვადასხვა სტუდენტურ-შემოქმედებითი გაერთიანების წევრობა, ღონისძიებებში მონაწილეობა, თვითმმართველობის პროცესში ჩაბმა და სხვა.

სწორედ ამგვარი მუშაობა უზრუნველყოფს ამთვისებელი ტიპის მოქმედებიდან გარდამქმნელი შინაარსის საქმიანობაზე გადასვლას; ეს კი აღმზრდელობითი მუშაობის თვალსაზრისით უდავო წინსვლად უნდა ჩაითვალოს.

ჩვენს მიერ კვლევის პროცესში მოპოვებული მასალების ანალიზი და სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებთან მიღებული შედეგების შეპირისპირება საშუალებას იძლევა გამოვყოთ ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც, ჩვენის აზრით, უნდა ახასიათებდეს სტუდენტს, როგორც პიროვნული თვისება. ესენია:

ჩატარებული გამოკვლევის ანალიზი ადასტურებს, რომ თნამედროვე სტუდენტური აუდიტორია ზემოაღნიშნული მახასიათებლების მიხედვით ერთგვარი არ არის. შეინიშნება სერიოზული განსხვავება სტუდენტური ასაკის დასასწყისსა და მის ბოლო სტადიას შორის გამოვლენილი თავისებურების ფარგლებში. კერძოდ, პირველ და ნაწილობრივ მეორე კურზეც სტუდენტთა პოლიტიკური აქტივობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია, სამაგიეროდ აქ წინა პლანზე გამოდის საგანმანათლებლო პროცესისადმი მკვეთრად გამოვლენილი დადებითი დამოკიდებულება. მომდევნო მესამე, მეოთხე კურსზე სტუდენტთა ერთ ნაწილში, განსაკუთრებით ვაჟებში მკვეთრად იზრდება სწრაფვა პოლიტიკური აქტივობისადმი და იკლებს თვით სწავლის პროცესის ღირებულებითი განცდის მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი შედარებით ძლიერდება მეოთხე კურსის ბოლოსა და, განსაკუთრებით, მეზუთე კურსზე.

...

 

თბილისის მერიის პრესსამსახური
სარჩევი