პედაგოგიკა

ქ. გალობერი

ფრანგული ფრაზეოლოგიზმების შერჩევის პრინციპები და კრიტერიუმები უმაღლესი სასწავლებლების არასპეციალურ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე

ფრაზეოლოგიურ ერთეულებს გამოყენების ფართო წრე გააჩნიათ. თუ სტუდენტები ზუსტად და მოხერხებულად გამოიყენებენ ფრაზეოლოგიურ ერთეულთა განსაზღვრულ რაოდენობას მეტყველებაში, მაშინ ლიტერატურის კითხვისას სწორად გაიგებენ ამ ერთეულებს. ეს კი, თავის მხრივ, ლიტერატურული ფრაზეოლოგიური მასალის გამოყოფისა და გაგების ჩვევების განვითარების საშუალებას იძლევა. ფრაზეოლოგიის დაუფლება უცხო ენის ცოდნის უმაღლესი დონის მიღწევასნ იშნავს. ამიტომაც, უცხო ენების სწავლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივი მასალის სწორად შერჩევას, მისი გადმოცემის თანმიმდევრობას.

სასწავლო ენობრივი მასალის შერჩევის პრობლემაზე ძალიან ბევრმა ცნობილმა მკვლევარმა გაამახვილა ყურადღება. დეტალურადაა დამუშავებული ლექსიკის შერჩევის საკითხი (ი. რახმანოვი, ვ. არაკინი, ი. სალისტრა, ბ. კორნდორფი, რ. ლადო, ჩ. ფრიზი, ი. გვარჯალაძე, ივ. კვაჭაძე, შ. შათირიშვილი და სხვ.).

ავტორთა უმრავლესობა სასწავლო პროცესის შინაგანი მოთხოვნების გათვალისწინებით ძირითადად გამოყოფს შერჩევის შემდეგ პრინციპებს: სემანტიკურს, შეთავსებითს, სტილისტიკური განუსაზღვრელობის, სიტყვათწარმოებით, თემატურს, სიხშირის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრაზეოლოგია დიდ როლს ასრულებს, ის ამდიდრებს ენის გამოხატვის საშუალებებს. როგორც ბ. კორნდორფი თვლის, არ შეიძლება სპეციალური ყურადღება არ მივაქციოთ ფრაზეოლოგიას უცხო ენის სწავლების პროცესში.

წიგნში "უცხო ენების სწავლების ზოგადი მეთოდიკა საშუალო სკოლაში" ავტორები გამოყოფენ ფრაზეოლოგიზმების შერჩევის შემდეგ კრიტერიუმებს: შეთავსებითი, სანიმუშო, სტილისტიკური განუსაზღვრელობის, სიხშირისა და დადგენილი თემატიკის შეთავსების. გარდა ამისა, იყენებენ ორ სპეციალურ უარყოფით პრინციპს:

შ. შათირიშვილის აზრით, "ფრაზეოლოგიური ერთეულების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ შესიტყვების სტრუქტურული აგებულების სიძნელე-სიმარტივე. ფრაზეოლოგიზმების შესწავლის პროცესში მოსწავლეები ხვდებიან ორი სახის სიძნელეს, სახელდობრ, გამოთქმის მნიშვნელობის გაგების სიძნელე და მისი ცალკეული კომპონენტის (გამოთქმის შემადგენელი ცალკეული სიტყვის) მნიშვნელობის გაგების სიძნელე".

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაზეოლოგიური ერთეულები შეიძლება შევარჩიოთ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ამრიგად, ფრანგული ენის გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის დონის მიხედვით, სტუდენტი (ვთქვათ, მეორე კურსზე) კითხვის დროს გაიგებს და მეტყველებაში გამოიყენებს წინასწარი მუშაობის გარეშე ისეთ ფრაზეოლოგიურ ერთეულებს, როგორიცაა: jouer avec le feu - ცეცხლთან თამაში: lier les mains (ხელები შეკრული აქვს) და ა.შ.

ფრაზეოლოგიური მასალის არჩევისას მინიმუმისათვის, საკმარისი არაა ამოვიდეთ ენობრივი მოვლენის ხასიათიდან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, აგრეთვე, სასწავლო-პედაგოგიური ფაქტორებიც – მასალის ათვისებისა და მიწოდების სპეციფიკა.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოხუმის ფილიალი
სარჩევი