პედაგოგიკა

ც. მიშელაძე

მეთოდური რეკომენდაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში განშტოებული სტრუქტურის სწავლების შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ალგორითმების საფუძვლების სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ალგორითმების ძირითადი სტრუქტურების სწავლება, რომელსაც ჩვენი აზრით საჭიროა დაეთმოს ხუთი გაკვეთილი. მასალა გაკვეთილების მიხედვით უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

გაკვეთილი 1: ალგორითმების აგების სტრუქტურული მეთოდის გაცნობა. მიმდევრობითი სტრუქტურა;

გაკვეთილი 2: განშტოებული სტრუქტურა;

გაკვეთილი 3: არასრული განშტოებული სტრუქტურა. მაგალითებზე ვარჯიში;

გაკვეთილი 4: ციკლური სტრუქტურა. წინაპირობიანი ციკლური სტრუქტურა;

გაკვეთილი 5: უკანაპირობიანი ციკლური სტრუქტურა. მაგალითებზე ვარჯიში.

ჩვენი სტატიის მიზანია ჩამოვაყალიბოთ მეთოდური მითითებები განშტოებული სტრუქტურის სწავლების შესახებ. ძირითადი მიზანი განშტოებული სტრუქტურის სწავლების დროს შემდეგია: მასწავლებელმა გააცნოს მოსწავლეებს განშტოებული სტრუქტურა, მისი სახეები და შესაბამისი ბლოკ-სქემები. აჩვენოს ამ სტრუქტურის გამოყენებით სხვადსხვა ამოცანების ამოსახსნელი ალგორითმების აგების ხერხები. მოთხოვნები მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევებისადმი: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ განშტოებული სტრუქტურა, მისი სახეები, მოქმედებათა შესრულების წესები; შეძლონ განშტოებული სტრუქტურის გამოყენებით სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელი ალგორითმების აგება.

მეთოდური მითითებები. განშტოებული სტრუქტურის სწავლებისათვის განკუთვნილი ორივე გაკვეთილი უნდა იყოს კომბინირებული სახის. პირველ გაკვეთილზე, საშინაო დავალების (სტრუქტურული მეთოდი. მიმდევრობითი სტრუქტურა) გამოკითხვის შემდეგ, მასწავლებელი იწყებს კლასის მომზადებას ახალი მასალისათვის. მან მოსწავლეთა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ მიმდევრობითი სტრუქტურის მქონე ალგორითმები ქმნიან საკმარისად ვიწრო კლასს და მათი დახმარებით ვერ ამოიხსნება ყველა ამოცანა: ზოგჯერ საჭიროა მოქმედებების შესრულების რიგის არჩევა მოცემული პირობის გათვალისწინებით. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მასწავლებელმა უნდა განიხილოს შემდეგი მაგალითი: ვთქვათ, საჭიროა ქუჩის ერთი მხარიდან მეორეზე გადასვლა ცალმხრივი მოძრაობის დროს, როცა არ დგას შუქნიშანი. ამ შემთხვევაში იქცევიან შემდეგნაირად:

როგორც ვხედავთ, ამ ამოცანის ამოხსნა მიმდევრობითი სტრუქტურით შეუძლებელია. ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭიროა შემოწმდეს პირობა - მოდის თუ არა ტრანსპორტი, რომლის შესრულება - არშესრულების მიხედვითაც გვექნება ორ განსხვავებულ მოქმედებათა ჯგუფი: ან გადადი ქუჩაზე ან დაუცადე ტრანსპორტის გავლას. წარმოიშვა ახალი სტრუქტურის შემოღების აუცილებლობა.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი