პედაგოგიკა

ქ. ჯიბლაძე

"ნახშირწყლების მეტაბოლიზმის" საბაზისო ცოდნის მნიშვნელობა, აღქმისა და განმტკიცების პედაგოგიური საფუძვლები

სწავლების მეთოდიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბაზისო ცოდნის აქტუალიზაციას და ბუნებრივია, რომ ახალი ცოდნის აღქმის და ფიქსაციისათვის საჭიროა წინა მასალის გამეორება. საბაზისო ცოდნის აღდგენისა და წინა მასალის გამეორებისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭება საშინაო დავალებათა შინაარსის ორიენტირებას, რაც სწავლების სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ასეთი მეთოდების ქვეშ იგულისხმება, სახელმძღვანელოზე, საცნობარო ან სხვა დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობა, სავარჯიშოებისა და ცდების ჩატარება და სხვ. სტუდენტთა სამუშაო შეიძლება იყოს კვლევითი ხასიათის, მუშაობის ორგანიზაციის ფორმა კი ფრონტალური, ჯგუფური ან ინდივიდუალური. ყველა ზემოაღნიშნულიდან ლექტორმა უნდა შეარჩიოს ის უმთავრესი, რომელიც უკეთ შეესაბამება მის მიერ დასახულ მიზანს, სწავლების შინაარსსა და სტუდენტთა მომზადების დონეს. დავლების ამოცანა ემსახურება სტუდენტის მომზადებას, გარკვეული საკითხის ათვისებას, ცოდნის განმტკიცებას ან გარკვეული უნარ-ჩვევების ფორმირებას. ახალი მასალის შესწავლისთვის სტუდენტთა მომზადებისას ლექტორმა პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეამოწმოს მათი წინა მასალის საბაზისო ცოდნა. თუ რამდენად არიან ისინი მზად ახალი მასალის ასათვისებლად. ახალი მასალის დაუფლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საგნისადმი მოტივაციის ფაქტორს, რაც სტუდენტებში იწვევს მისდამი ინტერესს. ახალი მასალის უკეთ ათვისება მაშინ არის შესაძლებელი, როცა სტუდენტებს კარგად ესმით მათ წინაშე დასმული ამოცანა, რაც შეეხება ცოდნის შეძენის ინტერესს. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც სასწავლო მასალის შინაარსით, ასევე შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზაციით. ლექტორმა სტუდენტებს უნდა ასწავლოს ნაცნობ, წინა მასალაში ახლის დანახვის უნარი. სტუდენტთა ინტერესის აღძვრის მიზნით მეტად მნიშვნელოვანია პედაგოგის მიერ დასმული მასალის მიზნებსა და ამოცანებზე სტუდენტთა ყურადღების გამახვილება. თავის მხრივ პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს სასწავლო პროცესში მათი ჩართვის მეთოდიკა. ბუნებრივია, რომ მომავალი მუშაობის მიზანი, როგორც წესი ყალიბდება განვილი მასალის გამეორების დროს, თუ წინა მასალასთან მეცადინეობის შინაარსი მცირედ მაინც არის დაკავშირებული, მაშინ ლექტორმა ხაზი უნდა გაუსვას შესასწავლი მასალის მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ახალი მასალის შესწავლის აუცილებლობას.

მეცადინეობის დროს პრობლემური სიტუაციის შესაქმნელად, საჭიროა განვლილილი მასალის კიდევ ერთხელ განხილვა, რაც ხშირად მეცადინეობის შესავალი ნაწილით განისაზღვრება, შესასწავლი საგნის მოტივაცია ხდება და უზრუნველყოფს სტუდენტთა შემეცნებით აქტიურობას. ამ მიზნით მეცადინეობაზე ლექტორი ორგანიზებას უკეთებს სტუდენტთა ფრონტალურ, დამოუკიდებელ მუშაობას სქემით, რომელიც მათთვის ცნობილია (მაგრამ არაკონკრეტული მაგალითებით) სქემის შესწავლით სტუდენტმა უნდა ახსნას ხაზების მნიშვნელობა. სქემა ეძლევათ დაფაზე ან პროეცირდება ეკრანზე გრაფოპროექტორით, ან დაურიგდებათ ბარათების სახით.

...

 

შ. რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი