კრანიოლოგიური მასალების ანალიზის შედეგად მიღებულია დასკვნა, რომ უძველესი დროიდან დღემდე, ანუ სამოცი საუკუნის განმავლობაში საკვლევ რეგიონში თანაარსებობდა და თანაარსებობს სამი ტიპის მოსახლეობა: დოლიქო, მეზო და ბრაქიკრანული, ქვევარიანტებით და სახის სამი ფორმით - დაბალი და ფართო, საშუალო სიგანის და სიმაღლის, მაღალი და ვიწრო და ამ სამი ფორმის კიდევ სხვადასხვა შეფარდებებით.
დადასტურებულია ამ სამი ტიპის მოსახლეობის მჭიდრო ურთიერთგენეტიკური კავშირები, უახლოესი ურთიერთობა როგორც საქართველოს სხვა რეგიონების, ისე სომხეთის, მინგეჩაურის, ჩრდილოეთკავკასიის, აზიის, ევროპისა და ეკვატორული სარტყელის მოსახლეობასთან.
გამოყოფილია ნიშანთა კომპლექსები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება უცხო მინარევებისა (ევრო-მონგოლოიდურ-ეკვატორული) თუ რეალური ინდივიდების არსებობა და თანაცხოვრება. ამ უცხოებმა დროთა განმავლობაში განიცადეს ასიმილაცია და ინფილტრაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ ქართველ ერად. აღნიშნული სამი კრანიოტიპის მონაწილეობით უნდა იყოს ჩამოყალიბებული კავკასიონის ტიპი.
ჩვენს მიერ საკვლევ და სხვა კრანიოლოგიურ მასალებზე თავის ქალას განაზომთა მიხედვით განსაზღვრულია სხეულის სიმაღლეები.